ჩეჩნეთში ლგბტ თემის მიმართ განხორციელებულ წამებასა და უკანონო პატიმრობებზე გავრცელებულ ცნობებს უკვე მოწმეები ადასტურებენ.

CNN-თან საუბრისას, თემის წევრი, რომელიც ჩეჩნეთიდან გამოიქცა, ამბობს, რომ ჩეჩნეთში ასობით გეი კაცი დაპატიმრებულია:

"ჩეჩენმა პოლიციელმა ჩემი მანქანა გააჩერა და დოკუმენტები მომთხოვა. როდესაც მათ შეხედეს, მითხრეს, რომ მაპატიმრებდნენ".

სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონსერვატიულად განწყობილ ჩეჩნეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, მათ წლებია დევნიან.

CNN წერს, რომ მათ ერთ-ერთმა მსხვერპლმა აჩვენა მეგობრის ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ლგბტ პირს პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი კაცი სცემს.

"მათ მუშტებითა და წიხლებით ცემა დამიწყეს. მთხოვდნენ ჩემი გეი მეგობრების სახელებსა და გვარებს. შემდეგ ხელებზე მავთული მომახვიეს, ყურებზე მეტალის სამაგრები გამიკეთეს და ელექტროდენით მაწამეს. ჩართვისას ის ისეთი ძლიერი იყო, რომ ჰაერში მისროდა" - ამბობს მეორე მოწმე CNN-თან.

ჩეჩნეთის მთავრობა გავრცელებულ ხმებს ტყუილს უწოდებს. ქვეყანას კრემლის მიერ მხარდაჭერილი რაზმან კადიროვი მართავს.