პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავა. ის პროტესტის ნიშნად კანცელარიასთან რუსულ კეტჩუპს ასხამდა და რუსულ ბრინჯს ყრიდა.

"იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მსხდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოიხრჩოს რუსული ეკონომიკა, რადგან ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას. თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე", – თქვა ელენე ხოშტარიამ დაკავებამდე.

დამატებითი დეტალების გასარკვევად On.ge შსს-ს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.