ქართველი ტელემაყურებელი მალე უკრაინულ სერიალს ხალხის მსახური (Слуга народу) იხილავს. როგორც TV პირველის ფეისბუქპოსტიდან ვიგებთ, სერიალის ჩვენებას ტელეკომპანია ორშაბათიდან, 7 მარტიდან დაიწყებს და ის ეთერში ყოველდღე გავა.

2015 წელს გამოსულ სატირულ სატელევიზიო სერიალში ზელენსკი, რომელიც წინათ მსახიობი იყო, მოულოდნელად გაპრეზიდენტებული მასწავლებლის როლს ასრულებს. ამ როლიდან სულ რამდენიმე წელიწადში იგი უკვე ნამდვილი პრეზიდენტი გახდა და ოპონენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკის პარტიას სწორედ ხალხის მსახური ჰქვია.

გარდა იმისა, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი სერიალში მთავარი როლის შემსრულებელია, იგი ასევე იყო პროექტის იდეის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ამასთან, ხალხის მსახურის მწარმოებელი კომპანია, სტუდია კვარტალ-95, ზელენსკის დაფუძნებულია.

სხვათა შორის, ცოტა ხნის სერიალზე უფლებები გაიყიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში, საბერძნეთში, რუმინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

44 წლის ზელენსკიმ, რომელიც თავის ქვეყანას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმატებულად წინამძღოლობს, ბოლო პერიოდში დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.