SOU 2017 გამორჩეული მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროთ
რომელი მუსიკალური მიმდინარეობის მსმენელი ხართ? - ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ გიყვართ ვიზუალური ხელოვნება და თანამედროვე მუსიკა, მაშინ კარგად მოკალათდით და განაგრძეთ სტატიის კითხვა, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
საქართველოში, 15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით, თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU 2017 ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარმატებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. ისინი შეეცდებიან გაზაფხულისა და ზაფხულის თბილი და ნათელი დღეები, მრავალფეროვანი მუსიკითა და მომაჯადოებელი სანახაობით კიდევ უფრო გაალამაზონ.
წელს ღონისძიების ორგანიზატორებმა საფესტივალო თემად სხვა ზღვა აირჩიეს.
სხვა ზღვა, არც ერთი კონკრეტული ზღვა არ არის - არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით, არც შავი... სხვა ზღვა წარმოსახვითი ზღვაა, რომელიც უკვე არსებულ ნაკადებს ანაცვლებს და სრულიად ახალ სააზროვნო სივრცეს ხსნის.
თავად ფესტივალის დასახელება SOU არაცნობიერის ნაკადს ნიშნავს. არაცნობიერის ნაკადი, ის მუსიკაა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ცნობიერი წესრიგიდან, გაუკვალავ სმენად ველში გადავყავართ. მუსიკა, რომელიც მხოლოდ ყოველდღიურობის ნაწილი კი არა, ყოვლისმომცველი პროცესია.
რით არის SOU 2017 გამორჩეული?
ფესტივალი მრავალი კუთხით არის გამორჩეული. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ SOU 2017-ზე მონაწილეობას უამრავი მუსიკოსი იღებს, რომლებიც ჟანრობრივად ტრენდული მუსიკალური ინდუსტრიის ტიპურ წარმომადგენლებს არ ჰგვანან. მათი შემოქმედება სამ ან ხუთწუთიანი კომპოზიციებით არ შემოიფარგლება. მონაწილეების უმრავლესობას ძალიან მრავალფეროვანი, სხვადასხვა მუსიკალური ეფექტებით გაჯერებული, ინტელექტუალური კომპოზიციები აქვთ. მომაჯადოებელ მუსიკას კი ხშირ შემთხვევაში საინტერესო, ენერგიული და მომნუსხველი ვიზუალური გაფორმება ახლავს თან.
ყველა სიკეთესთან ერთად, SOU 2017-ს სხვა ფესტივალებისგან ისიც გამოარჩევს, რომ ფესტივალი არ არის დღეებში შეზღუდული და ის თითქმის ორი თვის განმავლობაში გრძელდება. მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა დღეებში, წინასწარ განსაზღვრულ თარიღებში წარდგებიან და რაც მთავარია, ამისთვის სხვადასხვა ლოკაციები იქნება გამოყოფილი.
SOU 2017 იმითაც გამოირჩევა, რომ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენებიც.
მოკლედ:
- SOU 2017 - სხვა ზღვა თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალია, სადაც არტისტები არამხოლოდ ხარისხიანი და კარგი მუსიკით წარდგებიან მაყურებლის წინაშე, არამედ ორიგინალური, მრავალფეროვანი ვიზუალური სანახაობითაც;
- SOU 2017 - სხვა ზღვა არ არის ხანმოკლე, დამქანცველი ფესტივალი. ის თითქმის ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა დღეს ტარდება.
- SOU 2017 - სხვა ზღვა არ ტარდება ერთ კონკრეტულ ადგილას. სხვადასხვა მონაწილეები კალენდარულად განაწილებულ დღეებში განსხვავებულ ლოკაციებზე წარდგებიან მაყურებლის წინაშე;
- SOU 2017 - სხვა ზღვა არის კარგი საშუალება არამხოლოდ კულტურული დასვენებისთვის, არამედ თვალსაწიერის გაფართოებისთვის და თანამედროვე, გემოვნებიანი მუსიკის შეცნობისთვის;
ვინ მონაწილეობს?
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალში უამრავი ხელოვანი მონაწილეობს. მათი არასრული სია ასეთია:
- Tetenoise
- ნატალია ბერიძე და მონდრიანის ანსამბლი
- რეზო ღლონტი/ლევან ცხადაძე/მალიკა მამინოვა
- ნიკა მაჩაიძე
- ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ - კეიჩირო შიბუია/ჰაცუნე მიკუ
- ფრანკ ვიგრო და ანტუან შმიტი
- რობერტ ჰენკე - ლუმიერი III
- ალვა ნოტო, უილიამ ბასინსკი
- ანსამბლი „მოდერნი“
- კრისტოფერ ტინორი
- გრიშა ლიჰტენბერგერი
- იაკობ კირკეგაარდი
- კვარტეტი „რონდანე“
- Sacred Horror In Design
- ზინა პარკინსი
- იან იელინეკი და მასაიოში ფუჯიტა
- ქსილორის უაითი
- სტივენ ო’მალი
- რიო მურაკამი
- ლორენს ინგლიში
- ბრაიან ინო
და სხვა.
თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ისეთი სახელები, როგორიცაა ბრაიან ინო, რობერტ ჰენკე, უილიამ ბასინსკი, ქრისტოფერ ტინორი, ანსამბლი მოდერნი და ქართველი შემსრულებლები ნიკა მაჩაიძე, Tetenoise და სხვ.
ბრაიან ინო
ქართველი მსმენელები ბრაინ ინოს საქართველოში ჩამოსვლას განსაკუთრებულად ელოდნენ. ბრაიან ინოს ქართველი მსმენელი ძალიან კარგად იცნობს. ინგლისელმა მუსიკოსმა სახელი ამბიენტური, ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკის შექმნით გაითქვა. მას ეკუთვნის ძალიან ცნობილი ინსტალაცია ტიტანიკისა და მეორე მსოფლიო ომის თემატიკის შესახებ The Ship, რომელსაც ქართველი მაყურებლისთვის ეროვნულ გალერეაში წარადგენს.
რობერტ ჰენკე
მსოფლიოში ცნობილი აუდიო-ვიზუალ არტისტი, Ableton-ის თანადამაარსებელი და მნიშვნელოვანი დაბ-ტექნო დუეტის Monolake-ის ერთ-ერთი სახე, აუდიო-ვიზუალურ საკონცერტო პროექტს „Lumière III“-ს წარმოგვიდგენს. აღნიშნული საკონცერტო პროექტი რობერტ ჰენკეს არაერთ ქვეყანაში წარუდგენია და ყოველთვის დადებით შეფასებებს იღებს. პროექტი გამორჩეულია როგორც მუსიკით, ასევე საინტერესო და მრავალფეროვანი ვიზუალური სანახაობითაც.
ანსამბლი მოდერნი
ფესტივალის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს ანსამბლ მოდერნის მონაწილეობაც. სტივ რაიხი მუსიკის მინიმალისტური ფორმის პიონერი და მე-20 საუკუნის საკვანძო მუსიკალური ფიგურაა. მსოფლიოში ცნობილი გერმანული ანსამბლი თანამედროვე კლასიკური მუსიკის შედევრად ცნობილ ნაწარმოებს Music for 18 Musicians შეასრულებს.
Hatsune Miku - Kiichiro Shibuya - The End
Hatsune Miku 16 წლის ჰუმანოიდური ანიმე პერსონაჟია, რომელიც სინთეზატორული აპლიკაციის, Vocaloid-ის დახმარებით მღერის. ოპერა „დასასრული“ გახლავთ პირველი ვოკალოიდური ოპერა, რომლის კომპოზიტორია კეიჩირო შიბუია. ნაწარმოები ეძღვნება ჰაცუნე მიკუს, რომელიც ოპერაში მთავარ როლს ასრულებს.
ოპერა „დასასრული“ ფესტივალის დახურვაზე შესრულდება.
კვარტეტი რონდანე - სიმეონ ტენ ჰოლტი - კანტო ოსტინატო
სიმეონ ტენ ჰოლტი (1923-2012), მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰოლანდიელი მინიმალისტია, კომპოზიციის თვითმყოფადი სტილით. ნაწარმოებს კანტო-ოსტინატო, კვარტეტი რონდანე შეასრულებს.
ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმ მუსიკოსებისა, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში წარდგებიან მაყურებლის წინაშე...
სად ტარდება?
ფესტივალს მასპინძლობს:
- თბილისის ცირკი
- ქ. რუსთავის თეატრის
- ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი
- გარდენ ჰოლი
- რუსთაველის თეატრი
- სამეფო უბნის თეატრი
- ღვთისშობლის კათოლიკური ეკლესია
- წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია
- Tbilisi Event Hall
- ახმეტელის თეატრი
- თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
- ტელევიზიის პავილიონი
- ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი
- კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი
- თბილისის საკონცერტო დარბაზი
- ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
სად შეიძლება ბილეთების შეძენა?
ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ბილეთების შეძენა შესაძლებელია 20 აპრილიდან. ბილეთების ფასი 10-დან 50 ლარამდეა. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ www.tkt.ge-ს;
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები