საქართველოს პარლამენტის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი გიორგი მარგველაშვილის შეფასებას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე აკრიტიკებს და ამბობს, რომ შეუძლებელია ობიექტური შემფასებელი ასე ფიქრობდეს:

"ეს განცხადება არანაირად არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში და პირიქით, ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ, ყველა ის კომპეტენტური ადამიანი, რომელმაც იცის რა არის საპარლამენტო რესპუბლიკა, და ვიცით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში სრულიად ნორმალური რამ არის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, და არანაირ საფრთხეს ეს არ უქმნის, პირიქით, ასეთი რესპუბლიკები არიან ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები და დემოკრატიის ხარისხი ამ ქვეყნებში არის ყველაზე მაღალი, შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და ობიექტური შემფასებლისთვის ეს განცხადება იქნებოდა უბრალოდ არასწორი".

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის არჩევის ნება საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ.