ალტ-ინფოს პარტიისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა
ალტ-ინფოს პარტიისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ტექსტში წერია, რომ პოლიტიკური საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანის უფლებებს.
პეტიციაში ორგანული კანონიდან 2 მუხლია დასახელებული, რის საფუძველზედაც მოქალაქეები პარტიისთვის საქმიანობის შეჩერებას ითხოვენ.
მუხლი 5: დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა , ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მუხლი 35: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
"დღეს უკრაინის ოკუპაციის პარალელურად საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობის საქმიანობა, რომელიც ღიად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. აღნიშნული პარტიის საქმიანობა და იდეა ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის წინაშე", — ნათქვამია პეტიციაში.
20 ნოემბერს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა და პრორუსულმა ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა უწოდეს. პარტიის თავმჯდომარედ 5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.
5-6 ივლისს ჯამში 50-ზე მეტ ჟურნალისტს, სამოქალაქო მოძრაობების ოფისებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხნენ თავს. ამ მოვლენების გამო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ მან მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები