დარჩით სახლში — შექმნეს ვებგვერდი, სადაც ბელარუსებს მოუწოდებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ ომში არ ჩაერთონ. ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს.

უკრაინაში რუსული ომის კატასტროფული შედეგების შესახებ ბელარუსის მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, უკრაინის მოქალაქეებმა შეაგროვეს ფოტო-ვიდო მტკიცებულებები, ომის მსხვერპლთა სტატისტიკა და ყველაფერი ვებგვერდზე განათავსეს.

ფოტო: სქრინი

"ორი წლის წინ, უკრაინა გახდა 5 000-ზე მეტი ბელარუსელის სახლი, რომლებმაც იპოვეს ძალა, დაპირისპირებოდნენ დიქტატურასა და ტყუილს. დღეს ბელარუსის ხელისუფლება თავის ჯარს აგზავნის, რათა ისინი დახოცონ, ვინც მათ რთულ დროს მხარს უჭერდა", — ნათქვამია ვებგვერდზე.

საიტი შეიცავს მოწოდებას დედებისთვის, ცოლებისთვის შვილებისთვის, ჯარისკაცებისა და აქტივისტებისთვის:

"გადაარჩინე შენი ოჯახი. ეს არ არის შენი ომი, არამედ უკრაინელი ხალხის განადგურების ბრძანება, გამოდით ქუჩებში, სანამ გვიან არ არის".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში