უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირში 3 წლით ცხოვრების უფლება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, ლტოლვილებს უფლება ექნებათ იმუშაონ ტერიტორიაზე.

უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, 875 000-მდე ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი. ნახევარზე მეტი (454 000) წავიდა პოლონეთში, უნგრეთში — 116 000, სლოვაკეთში — 67 000, რუმინეთში — 45 000, მოლდოვაში კი — 79 000.

"ევროკავშირი უკრაინის მოქალაქეებს და ქვეყნის მაცხოვრებლებს აძლევს უფლებას იცხოვრონ, იმუშაონ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი და განათლება დაუყოვნებლივ ერთ წლამდე, თავშესაფრის მიღების ხანგრძლივი პროცედურების გარეშე. თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება ან ლტოლვილები ვერ დაბრუნდებიან უსაფრთხოდ, ეს სტატუსი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი წლით", — აღნიშნულია განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში