უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.

რა ვიცით ამ ეტაპზე ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაზე

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია მსოფლიოში, სწორედ ის დაბომბეს რუსებმა ომის მეცხრე დილას. დაბომბვაზე ინფორმაცია ელექტროსადგურის თანამშრომელმა გაავრცელა. მალევე ენერგოგრადის მერმა თქვა, რომ ადგილზე ხანძარი გაჩნდა და ეს გლობალურად საფრთხისშემცველია.

ელექტროსადგურის კამერებიდან პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა შეტაკებები და იყო აფეთქებები. უკრაინული სახელმწიფო უწყებების განცხადებით, სროლის გამო ადგილზე ვერ შედიოდნენ მაშველები და ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორმის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ბირთვული უსაფრთხოება ელექტროსადგურზე დარღვეულია. ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი კი თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში