ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ისინი უკრაინის ხელისუფლებასთან კონტაქტზე არიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასთან დაკავშირებით. ატომური ელექტროსადგურის სპიკერი ამბობს, რომ არსებობს რეალური ბირთვული საფრთხე.

"ევროპის უდიდეს ატომურ სადგურზე რეალური ბირთვული საფრთხე არსებობს", — განაცხადა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის სპიკერმა ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეოში.

მისივე თქმით, დაბომბეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მათ შორის ბლოკები.

"დაბომბეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, მათ შორის ბლოკები და ყველაფერი დანარჩენი. ახლა ინფორმაცია ზუსტდება, ყველაფრის თქმა რთულია. თეთრი მანქანა გამოვიდა, რუსი სამხედროების წარმომადგენლები. შუქებს ანთებს. ახლა დგინდება, მიმართავენ თუ არა მათ მოლაპარაკებებისთვის, ან როგორ იმოქმედებენ შემდგომში", — აცხადებს სპიკერი.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს, ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში