უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკი სავალდებულოა, რადგან ამ ომის შესაჩერებლად სხვა გზა არ არსებობს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"საქმე იმაში კი არ არის, რომ მე მინდა პუტინს ველაპარაკო, საქმე იმაშია, რომ ვალდებული ვარ პუტინს ველაპარაკო, მსოფლიო ელაპარაკოს, იმიტომ, რომ სხვა გზა ამ ომის შესაჩერებლად არ არის, ამიტომაც უნდა გავაკეთო ეს", — თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დღეს პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მან პრესკონფერენციიდან რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ "არ იკბინება" და თუ პუტინი უკრაინის მიწიდან არ მიდის, აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ, "ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში