უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

"რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან. არ გინდა წასვლა — დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან, მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან და შოლცთან.

მე ხომ მეზობელი ვარ! არ ვიკბინები. მე ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ, ჩვენ არ ვაყაჩაღებთ ბანკებს და არ ვიპყრობთ სხვის მიწებს", — თქვა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში