სტატიის წინა სათაური იყო: Airbnb არ დააჯარიმებს ჰოსთებს, რომლებიც რუს ტურისტებს არ მიიღებენ. სათაური ჩასწორდა იმისთვის, რომ მომხმარებლები შეცდომაში არ შეეყვანა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე Airbnb-ის ქართველმა მასპინძელმა (ჰოსთმა) ანა გრიგოლიამ კომპანიას წერილი მისწერა:

ძვირფასო Airbnb, ამ წერილს საქართველოდან გწერ. ალბათ, იცით, რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთი უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. სამყარო ერთიანია და სანქციებს უწესებს რუსეთს. ამ მომენტში არ გვინდა, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ვუმასპინძლოთ. იქნებ გვითხრათ, არსებობს თუ არა ამის შესაძლებლობა.

Airbnb-მ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 100 ათასამდე უკრაინელ ლტოლვილს საცხოვრებლით უფასოდ უზრუნველყოფს, ქართველი მასპინძელი დაარწმუნა, რომ რუსი ტურისტებისთვის უარის თქმის შემთხვევაში არ დაჯარიმდება.

"ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსი ტურისტების გამასპინძლება არ გინდათ. იმედია, სიტუაცია მალე გამოსწორდება. პირობას გაძლევთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში არ დაჯარიმდებით. გთხოვთ, აღწერაში მიუთითეთ, რომ რუსი სტუმრების მიღება არ გსურთ".

განახლება: იმისთვის, რომ ჰოსტები დაცულები იყვნენ გართულებისაგან რუსი სტუმრებისთვის უარის თქმის შემთხვევაში, აუცილებელია მათ სტატიაში მოყვანილი მაგალითის მსგავსად, Airbnb-ს მიმართონ და დადასტურებულად მიიღონ პასუხი. ასევე აუცილებელია, აღწერაში მიუთითონ, რომ რუს მომხმარებლებს არ ემსახურებიან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში