რუსული ტელეკომპანია დოჟდი, დროებით მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ განმარტა, რომ ეს შეეხება პირდაპირ ეთერს, YouTube-სა და სოციალურ ქსელებში ტრანსლაციას.

"ჩვენ გვჭირდება ძალები, რომ ამოვისუნთქოთ და გავიაზროთ, როგორ ვიმუშავოთ სამომავლოდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ დავბრუნდებით ეთერში და გავაგრელებთ მუშაობას", — თქვა მან.

ტელეკომპანია რუსეთში 2010 წლიდან მუშაობს. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტონის გამო, რუსეთმა ის "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოაცხადა. ახლა კი პროკურატურამ ვებგვერდი დაუბლოკა იმის გამო, რომ ომს ომი უწოდა და არა სამხედრო ოპერაცია, როგორც ამას პუტინის პროპაგანდა ფუთავს.