უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვში ოკუპანტების დაბომბვას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 285 მოქალაქე, მათგან 10 ბავშვია.

უწყების განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალები ბომბებით, ჭურვებითა და სარაკეტო არტილერიით თავს ესხმოდნენ საცხოვრებელ ტერიტორიებსა და დასახლებებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 9 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, უკრაინაში საბრძოლველად 16 000 უკვე მოხალისე ჩადის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში