კინოთეატრი ამირანი ქართველ კინომოყვარულებს 5-8 მარტს "უკრაინის დღეებს" წარმოუდგენს.

4 დღის განმავლობაში უკრაინის უახლესი ისტორიის შესახებ 10 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება.

როგორც კინოთეატრის წარმომადგენლები აცხადებენ, "უკრაინის დღეების" მთავარი მიზანია, რომ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადონ: ღონისძიების ფარგლებში ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში.

"უკრაინის დღეების" ფარგლებში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

  • ცუდი გზები
  • სახლისკენ
  • გამოკვეთილი ნიშნების გარეშე
  • ალისა ომის სამყაროში
  • ყველაფერი ცეცხლში
  • ვართა1
  • ბედნიერი წლები
  • ძაღლების შორეული ყეფა

ამ ფილმების საშუალებით მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო მეტი გაიგონ მაიდნის რევოლუციასა და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.

"უკრაინის დღეების" პროგრამის კურატორია უკრაინელი რეჟისორი ტატიანა კონონენკო.