კატების საერთაშორისო ორგანიზაცია FIFe, რომელიც 40 ქვეყნის 42 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა. ორგანიზაციამ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო და გადაწყვიტა, რომ რუსეთში მცხოვრები კატებისა და მათი პატრონებისთვის სანქციები დაეწესებინა.

სანქციების მიხედვით, რუსეთში მცხოვრებ კატის პატრონებს FIFe -ის მიერ გამართულ გამოფენებში მონაწილეობა აეკრძალათ. ამასთან, რუსეთში გამრავლებული კატები ვერც FIFe -ის საგვარეულო ნუსხას ვერ მიიღებენ.

ორგანიზაციის თქმით, სანქციები 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. მათი მოქმედების ვადის გახანგრძლივება კი მომავალში არსებული სიტუაციის მიხედვით გადაწყდება.

ორგანიზაციამ მადლობა გადაუხადა უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც კატების პატრონებს საზღვრის ცხოველებთან ერთად გადაკვეთაში ეხმარებიან. ორგანიზაციამ აგრეთვე გამოთქვა მზაობა, ფინანსურად დაეხმაროს უკრაინაში დარჩენილ კატებსა და მათ პატრონებს.

ამავე თემაზე:

უკრაინელები შინაურ ცხოველებს გასაჭირში არ ტოვებენ — 15 ფოტო