უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი უკრაინელებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მათ მოუწოდებს, საკუთარ თავში რწმენა არ დაკარგონ. მისი თქმით, დღემდე არავის სჯეროდა, რომ შემოჭრის შემთხვევაში უკრაინა რუსეთს ერთი კვირა მყარად გაუწევდა წინააღმდეგობას.

"ძვირფასო უკრაინელებო, ადრე არც მიფიქრია, კვირაში რამდენი საათია? აღმოჩნდა, რომ — 168. 168 საათი. უკვე მთელი კვირაა, უკრაინა უკუაგდებს რუს დამპყრობლებს. არავის, ეს გააცნობიერეთ, რომ არც რუსეთში, არც დასავლეთში, არავის სჯეროდა, რომ ერთ კვირას გავძლებდით. მხოლოდ მე და თქვენ გვჯეროდა. 24 თებერვლამდე უკრაინელების ორი მესამედი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევდით. დღეს თითქმის 90% [...]

[...] წინ კიდევ ბევრი გამოცდაა. იქნება სისხლი, ცრემლები, ტკივილი. მაგრამ ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გვაქვს ყველა მიზეზი, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული. აუცილებლად გავიმარჯვებთ", — წერს ის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში