გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ რეზოლუცია მიიღო — მას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა.

"გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს ჯარები და დაემორჩილოს გაეროს წესდებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ქვეყანას, ვინც რუსული აგრესია დაგმო, Twitter-ზე მადლობა გადაუხადა.

"მე მადლობელი ვარ ყველასი, ყველა ქვეყნის, ვინც მხარი დაუჭირა ამას. თქვენ ისტორიის სწორი მხარე აირჩიეთ", — წერს ის.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველომაც, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 5 ქვეყანამ მისცა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერიტრეამ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში