უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ცნობით, სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა 10 მაშველი, 13 კი დაშავდა.

"ომის შვიდი დღის განმავლობაში რუსეთმა გაანადგურა ასობით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები და საბავშვო ბაღები. ამ ხნის განმავლობაში სამხედროების გარდა 2 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა", — აცხადებს უწყება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში