ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დაწესებული სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა.

"რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლისა და დარტყმის ქვეშაა. გვაქვს უსაფრთხოების ზღვარი, არის პოტენციალი და არის გეგმები. დაუღალავი ძალისხმევა მიმდინარეობს. ჩვენ ჩვენს ადგილს შევინარჩუნებთ", — თქვა მან.

სანქციებზე საუბრისას, პესკოვი ამბობს, რომ ის "გარკვეული მტრული ქმედებებითაა" გამოწვეული, რომლითაც რუსეთის ეკონომიკისთვის ძირის გამოთხრასა და შერყევას ცდილობენ.

"ვიღებთ ზომებს, რომელიც რისკებისა და შედეგების მინიმიზაციაში დაგვეხმარება და ეკონომიკის ყოველგვარი რყევისგან დაგვაზღვევს". — ამბობს ის.

პუტინის პრესპიკერის თქმით, რადგან ეს "არამეგობრული" ზომები უპრეცედენტოა, ამიტომ მტკიცე და გონივრული მოქმედებაა აუცილებელი.

თვეების განმავლობაში პუტინს აფრთხილებდნენ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და უკრაინისადმი აგრესიის შემთხვევაში მკაცრ სანქციებს დაუწესებდნენ. დღეს, როცა ესკალაცია სულ უფრო ღრმავდება, ევროკავშირი და აშშ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოვლენების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, უფრო მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება სანქცირებულთა სიაც.

ამ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ რა სახის სანქცია დაუწესა რუსეთს და განახლებად რეჟიმში გაეცნოთ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სიას, რომლებსაც მსოფლიომ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერის გამო უპასუხა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში