ენერგოდარი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა ადგილობრივებთან ერთად რუს საოკუპაციო ძალებს გზა გადაუკეტეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ვიდეობს Telegram-სა და Facebook-ზე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ასობით მოქალაქემ უკრაინის დროშებით ხელში ელექტროსადგურთან მისასვლელი გზა ჩახერგა.

დღეს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა, რომ საოკუპაციო ძალები უკრაინის დედაქალაქს სულ უფრო უახლოვდებიან. მისი თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ და ემზადებიან, რათა კიევი დაიცვან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში