1-ელ მარტს ვარსკვლავებით დახუნძლული ახალი ფილმის, The Adam Project-ის პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე მარკ რუფალომ და რაიან რეინოლდსმა შემთხვევით ისარგებლეს და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

"უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიის მიმართ საზოგადოების საოცარ კეთილგანწყობას ვხედავთ მაშინ, როცა პუტინი და მისი თანამოაზრეები, ტაკერ კარლსონის [Fox News-ის წამყვანი] ჩათვლით, დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან. უკრაინელები საოცარი ხალხია. უკრაინელები გმირები არიან, ზელენსკიც გმირია. ასე ხდება, როცა ადამიანები სწორი მიზნისთვის საბრძოლველად ერთიანდებიან. ვლოცულობ, რომ წარმატებას მიაღწევენ", — განაცხადა მარკ რუფალომ პრემიერაზე.

ცოტა ხნის წინ რაიან რეინოლდსმა თქვა, რომ ბლეიკ ლაივლისა და გულშემატკივრებთან ერთად უკრაინისთვის $1 მილიონს შეაგროვებდა. ამ გადაწყვეტილებისა და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ წითელ ხალიჩაზე რაიანმაც ისაუბრა:

"გვგონია, რომ ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი საქმის გაკეთება შეგვიძლია და წარმოუდგენელია, ემპათიას არ გამოხატავდე დიდი და პატარა ოჯახების მიმართ, რომელთაც ეუბნებიან, რომ საკუთარი სახლები, რომლებშიც მთელი ცხოვრება გაატარეს, რამდენიმე წუთში უნდა მიატოვონ. როგორც მშობელს, ვერც კი წარმომიდგენია, თავს როგორ გრძნობენ", — განაცხადა რაიან რეინოლდსმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამავე თემაზე: