უკრაინული მედია სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს კადიროვის "ელიტური" დაჯგუფება, რომელსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდირება ჰქონდა დავალებული. მათი ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა ტელეკომპანია რადას ეთერში ისაუბრა.

Unian-ის ინფორმაციით, დანილოვმა განაცხადა, რომ კადიროვის დაჯგუფების განადგურება შესაძლებელი გახდა ანონიმური წყაროსგან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის წყალობით. მან თავი წარადგინა რუსეთის ფედერაციის FSB-ის თანამშრომლად, რომელსაც სისხლისღვრის თავიდან აცილება სურს.

უკრაინსკაია პრავდა ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც მათი თქმით, კადიროვის დაჯგუფების წევრების საუბრებია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში