კინოკომპანიები რუსეთში დაგეგმილ პრემიერებს აუქმებენ
რამდენიმე მსხვილი კინოკომპანია რუსეთში დაგეგმილ პრემიერებს აჩერებს.
Warner Bros.-ის განცხადებით, ბეტმენის რუსეთში დაგეგმილი პრემიერა გაუქმდა. DC-ის ცნობილი კომიქსის ადაპტაცია ქვეყანაში 4 მარტს უნდა გამოსულიყო.
"უკრაინაში არსებული კრიზისის ფონზე, WarnerMedia რუსეთში ბეტმენის დიდ ეკრანებზე გამოსვლას აჩერებს", — აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი, — "სიტუაციის განვითარებაზე დაკვირვებას განვაგრძობთ. ვიმედოვნებთ, ამ ტრაგედიას სწრაფად და მშვიდობიანად მოეღება ბოლო".
მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ Sony Pictures-მა Morbius-ის და ყველა სხვა ფილმის დაგეგმილი პრემიერა რუსეთში შეაჩერა.
"უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ქმედებებისა და რეგიონში წარმოქმნილი არასტაბილური და კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, ვაჩერებთ რუსეთში დაგეგმილ პრემიერებს, მათ შორის, Morbius-ის ჩვენებას დიდ ეკრანზე", — აცხადებს Sony Pictures, — "ვფიქრობთ და ვლოცულობთ იმ ხალხზე, ვისზეც შექმნილმა სიტუაციამ იმოქმედა. ვიმედოვნებთ, კრიზისული სიტუაცია მალე დასრულდება".
Warner Bros.-ისა და Sony-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა Disney-ის განცხადება, რომ რუსეთში დაგეგმილ პრემიერებს, მათ შორის Turning Red-ის ჩვენებას (რომელიც 10 მარტს უნდა გამოსულიყო), აუქმებდა.
"სამომავლო გადაწყვეტილებებს სიტუაციის განვითარების მიხედვით მივიღებთ", — აცხადებს Disney, — "მანამდე კი, ლტოლვილების ახალი ნაკადით შექმნილ კრიზისულ ფონზე, ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ადამიანებს დაუყოვნებლივი პირველადი დახმარება გავუწიოთ".
პრემიერების გაუქმების გარდა, უცნობია, გაგრძელდება თუ არა უკვე გამოსული ფილმების ჩვენებები რუსეთში.
აღსანიშნავია, რომ თუმცაღა რუსეთი ჰოლივუდური ფილმებისთვის მაინცდამაინც დიდი ბაზარი არაა, ბეტმენის მსგავსი კინოსურათების შემოსავლისთვის ეს ტერიტორია მაინც მნიშვნელოვანია. გასულ წელს გამოსულმა ადამიანი-ობობას ახალმა ფილმმა რუსეთში $44 მილიონი გამოიმუშავა. ბეტმენისთვის კი, რომლის ბიუჯეტიც, დაახლოებით, $200 მილიონია, ხარჯების დასაბალანსებლად ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა ტერიტორიებზე ჩვენება მნიშვნელოვანია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები