რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

"რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას, ასევე მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს", — წერს ის.

გუშინ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ.