მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსს ტურნირებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ.

"გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ინტერესებით, სოლიდარობის ღირებულებებითა და პატივისცემით. მსოფლიო რაგბი, ასევე, კონტაქტზე რჩება კოლეგებთან, უკრაინის რაგბის ფედერაციასთან და აფიქსირებს მის სრულ მხარდაჭერას ქვეყანაში რაგბის საზოგადოებასთან", — აღნიშნულია განცხადებაში.

რუსულ და ბელარუსულ ნაკრებებსა და კლუბებს, ასევე, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ აუკრძალა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

FIFA-ს საბჭოსა და UEFA აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.