ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია რუსულ და ბელარუსულ ეროვნულ ნაკრებებსა და კლუბებს შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს.

ამის შესახებ ინფორმაციას International ice hockey federation ავრცელებს.

FIFA-ს საბჭოსა და UEFA აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

UEFA-მ გაზპრომთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა — გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის განცხადებით, დღეს UEFA-მ გადაწყვიტა, რომ გაზპრომთან პარტნიორობა გაწყვიტოს, ყველა ტურნირზე. ეს გადაწყვეტილება ძალაშია დაუყოვნებლივ და ყველა არსებულ შეთანხმებას მოიცავს, მათ შორის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგას, UEFA-ს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებს და UEFA EURO 2024-ს.