UEFA-მ გაზპრომთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა — გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის განცხადებით, დღეს UEFA-მ გადაწყვიტა, რომ გაზპრომთან პარტნიორობა გაწყვიტოს, ყველა ტურნირზე. ეს გადაწყვეტილება ძალაშია დაუყოვნებლივ და ყველა არსებულ შეთანხმებას მოიცავს, მათ შორის, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგას, UEFA-ს ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებებს და UEFA EURO 2024-ს.

გაზპრომი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიაა, რომელიც ბუნებრივ აირს აწარმოებს. რუსეთი ხშირად იყენებს ბუნებრივ აირს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პუტინის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსული კომპანიების აქციების ღირებულება რეკორდულად მცირდება, სწორედ მათ შორისაა გაზპრომი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში