გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საზოგადოებას დონაციისკენ მოუწოდებს, რათა არ შეწყდეს უკრაინაში გადაუდებელი სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. დონაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://unf.pa/ukn

უკვე ათწლეულებია, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდი უკრაინაში მუშაობს და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ძალისხმევას არ იშურებს, რათა ყველა ქალს და გოგოს მიუწვდებოდეს ხელი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე და ყველა მათგანის უფლებები იყოს დაცული.

"ჩვენ ვრჩებით და ვააქტიურებთ მუშაობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად დაზარალებულთათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობის, უფლებებისა და ღირსების დაცვა კვლავაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად", — ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის სოციალურ მედიაში.