რუსული სახელმწიფო მედია TASS დაჰაკეს. როგორც Reuters წერს, საიტზე ომის საწინააღმდეგო გზავნილები გამოჩნდა:

"ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ეს სიგიჟე შეწყვიტოთ", — აღნიშნული იყო წარწერებში.

ვებგვერდი ამ დროისთვის შეფერხებით ფუნქციონირებს. ამ კიბერშეტევის უკან, სავარაუდოდ, ისევ Anonymous დგას.

ჰაკერებმა რუსეთს კიბერომი გამოუცხადეს და ამის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობენ, რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. შემდეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიაა, გაზპრომი. გათიშვამდე კომპანიას კითხვითაც კი მიმართეს და "თამაში შესთავაზეს".

შემდეგ თქვეს, რომ გატეხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი — მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთეს და გაასაჯაროვეს. უნდა ითქვას ისიც, რომ კრემლის საიტის გაუქმებაზე მათ აქამდეც დაუტვიტავთ. დღეს Anonymous-მა ბელარუსში ბანკების ვებგვერდებიც დაჰაკა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში