Anonymous წერს, რომ ჰაკერთა დაჯგუფების 65-ე ბატალიონმა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა.

მათივე თქმით, ენის არცოდნის გამო ფაილებში არსებულ მონაცემებს ვერ თარგმნიან და დახმარებას ითხოვენ მათგან, ვინც რუსული ენა იცის.

ჰაკერებმა რუსეთს კიბერომი გამოუცხადეს და ამის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობენ, რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს. შემდეგი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული კომპანიაა, გაზპრომი. გათიშვამდე კომპანიას კითხვითაც კი მიმართეს და "თამაში შესთავაზეს".

შემდეგ თქვეს, რომ გატეხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი — მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და გაასაჯაროვა. უნდა ითქვას ისიც, რომ კრემლის საიტის გაუქმებაზე მათ აქამდეც დაუტვიტავთ. ასევე, დაჰაკეს ბანკების ვებგვერდები ბელარუსში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში