რუსეთის ომმა უკრაინაში უკვე 102 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. დაშავებულია, სულ მცირე, 304 ადამიანი. თუმცა გაეროში ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელის, მიშელ ბაჩელეტის თქმით, რეალური რიცხვი, შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.

"მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა ძირითადად ასაფეთქებელი იარაღებით მოკლეს, რომლებსაც ფართო დარტყმის არეალი აქვთ, მათ შორის, მძიმე არტირელიიდან და სარაკეტო სისტემებიდან გაშვებული ბომბები. რეალური რიცხვი, ვშიშობ, უფრო მაღალი უნდა იყოს", — თქვა მან.

მისივე განცხადებით, დაახლოებით, 442 000-მა უკრაინელმა დატოვა სამშობლო. გუშინ, 27 სექტემბერს ეს რიცხვი 368 000-ს შეადგენდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თქმით, ისინი უკრაინიდან პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში გადავიდნენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში