უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველას, ვისაც დამპყრობლების წინაშე ბრძოლა შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს და მთავარი ახლა დაცვაა.

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც მორალური თვალსაზრისით, ადვილი არ იყო, მაგრამ სასარგებლო იყო ჩვენი თავდაცვისთვის. საომარი მდგომარეობის პირობებში, საბრძოლო გამოცდილების მქონე უკრაინელები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან და დანაშაულის კომპენსირებას ყველაზე ცხელ წერტილში შეძლებენ", — განაცხადა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში