სოციალოგიური ჯგუფის მიერ შაბათ-კვირას ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა 90%-მდე გაიზარდა.

უკრაინაში 2 ათასი რესპონდენტის მონაწილეობით მიღებული მონაცემებით, გამოკითხულთა 91% მხარდაჭერა დააფიქსირა, მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ ზელენსკის მხარს არ უჭერენ, ხოლო 3% გადაუწყვეტელი იყო.

როგორც The Guardian წერს, ეს მონაცემები გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა. ამასთან, BBC-ის ცნობით, ყირიმსა და ოკუპანტ აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან მოქალაქეებს გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, გამოკითხულთა 70%-მა თქვა, რომ უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოგერიებას შეძლებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში