ორშაბათი დილა რუსული რუბლის 29%-იანი გაუფასურებით დაიწყო, რაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შედეგია.

ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება დაახლოებით 107,7 რუბლად ივაჭრება.

დღეს დილით რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ბროკერებისთვის არარეზიდენტების სახელით ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ტრანზაქციებზე დროებითი აკრძალვა დაწესდება.

ამასთან, ბანკი წერს, რომ მოსკოვის დროით 10:00 საათიდან მოსკოვის სავალუტო ბაზარი გაიხსნება, სხვა ბაზრებზე ვაჭრობის გახსნის შესაძლებლობა კი შეფასდება და გადაწყვეტილება 13:00 საათზე გამოცხადდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოახდენენ. რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში