მსახიობი კევინ სპეისი Tony Award-ის 71-ე ცერემონიალს წაიყვანს.

პრემია ყოველწლიურად ამერიკული თეატრის სფეროში მიღწევებისთვის გაიცემა, მათ შორის მიუზიკლებისთვისაც.

"თავიდან წამყვანად სხვა სურდათ, მაგრამ უარის შემდეგ მე ამირჩიეს, ასე მოხდა ფილმში American Beauty, სადაც ჩემამდე ოთხი სხვა მსახიობი დაამტკიცეს, სულ ასე ხდება, ალბათ მალე ოსკარსაც წავიყვან თუ სხვა დანარჩენები უარს იტყვიან", - იხუმრა მსახიობმა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია 11 ივნისს, ბროდვეის თეატრში გაიმართება.