უკრაინაში რუსეთის შეჭრას ბევრი ცნობილი ადამიანი უკვე გამოეხმაურა და უკრაინელების მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. მსახიობი მიშა კოლინზი კი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სერიალ Supernatural-დან გაიცნო, თბილისში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციას ქართული წარწერით გამოეხმაურა.

"მსოფლიო შენთანაა, საქართველო. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ, უკრაინას და რუს ხალხს მშვიდობა გინდათ", — ვკითხულობთ მსახიობის ტვიტერზე.

თბილისში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციას უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.

"შესანიშნავნი ქართველი ხალხი, ვისაც ესმის, რომ მეგობრებს უნდა დაუჭირო მხარი. მადლობელი ვარ ყველასი თბილისში და სხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ნამდვილად, არის დრო, როცა მოქალაქეები არ არიან მთავრობა, მაგრამ არიან მთავრობაზე უკეთესები არიან", — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტვიტერზე.