გირჩი — მეტი თავისუფლების ინფორმაციით, აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს: პარტიის წევრი, ბადრი გრიგალაშვილი და მათი უკრაინელი მხარდამჭერი. როგორც პარტიაში აცხადებენ, პოლიციამ ისინი იმ ბანერების გამო დააკავა, რომელზეც ეწერა "ღარიბაშვილის დედას შევე*ით".

აქცია უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ დაიგეგმა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მანვე კიევში არჩასვლის მიზეზი დაკეტილი საჰაერო სივრცით "ახსნა".

On.ge ამაზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.