პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კიევში არჩასვლას დაკეტილი საჰაერო სივრცით "ხსნის".

"კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში", — აცხადებს ღარიბაშვილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრი უკრაინაში ვიზიტით არც საჰაერო სივრცის ჩაკეტვამდე ჩასულა. მას რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც მოუწოდებდნენ, ჩასულიყო კიევში და დაეფიქსირებინა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, თუმცა ღარიბაშვილი ასე არ მოქცეულა.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის, კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: