Pornhub კომპანია, რომელიც პორნოგრაფიული პროდუქტის წარმოებასთან ერთად ინოვაციურობითაც გამოირჩევა, ახალ აპლიკაციას გვთავაზობს. ეს არის TrickPics, მსოფლიოში პირველი დამატებული რეალობის (Augmented Reality) აპლიკაცია, რომელიც შიშველ ფოტოებზე სხეულის პიკანტურ ნაწილებს კრეატიული ფილტრებით დაფარავს.

როგორც პრომო ვიდეოდან ვიგებთ, პორნჰაბმა ამ აპლიკაციის გაკეთება ინტერნეტში არსებული მორალისტური სტანდარტების გამო გადაწყვიტა. კომპანიის თქმით, თქვენი შიშველი ფოტოების სხვებისთვის გაზიარება უკვე ყველანაირი შიშის, დარეპორტებისა და რომელიმე საიტიდან გამოძევების გარეშე შეგიძლიათ.

ვის და რა მიზნით გამოადგება ეს აპლიკაცია უცნობია, მაგრამ ვნახოთ, როგორ აიტაცებს პორნჰაბის ინიციატივას ინტერნეტი.

აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლიათ აქ: iOS / Android