რა შეგიძლიათ გააკეთოთ უკრაინელების დასახმარებლად
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს: უკრაინის დიდი ქალაქები რეგულარულად იბომბება, რასაც მსხვერპლიც თან ახლავს.
თუ უკრაინის დახმარების სურვილი გაქვთ, თუმცა არ იცით, ეს ზუსტად როგორ უნდა გააკეთოთ, ამ სტატიაში რამდენიმე გზას გთავაზობთ:
1. ფინანსური დახმარება
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ უკრაინას ფინანსურად დაეხმაროს, რისთვისაც რამდენიმე ორგანიზაციების ჩამონათვალს გთავაზობთ. თითოეულ ვებგვერდზე საბანკო ანგარიშის ნომრებია მითითებული, რომლებზეც თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
- Army SOS
- SaveLife
- PeoplesProject
- People Help
- და კიდევ რამდენიმე გზა ამ ბმულზე.
- Razom
- Humanitarian Aid to Ukraine
- Voices for Children
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
- წითელი ჯვარი + WOLT
- United Help Ukraine
- Save Life in Ukraine
- Sunflower of Peace
- International Medical Corps
- Care International
- UNICEF Ukraine
- Red Cross Ukriane
- Doctors Without Borders
2. საკვები და თავშესაფარი შესთავაზოთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს
- ამის სურვილი უკვე გამოთქვეს ადგილობრივებმა — როგორც რიგითმა პირებმა, ისე კერძო კომპანიებმა და უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ, იქნება ეს სახლი, თავშესაფარი თუ სხვა ტიპის საჭიროება. ნებისმიერ დროს და ფორმით შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ ინიციატივას.
- შეგიძლიათ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ამ ფორმითაც დაეხმარო: უკრაინის მოქალაქეები და ტურისტები ომის გამო ვერ ბრუნდებიან უკრაინაში, შესაბამისად, მათ სჭირდებათ განთავსება, კვება და ზოგადი მხარდაჭერა. ფეისბუქის ჯგუფში, სახელად Spend 4 Seasons in Georgia, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ასეთ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი ქართული პლატფორმა Strongertogether.ge შეიქმნა, სადაც ნებისმიერი ადამიანს შეუძლია გაუგზავნოს მხარდამჭერი შინაარსის წერილი, ან უკრაინელებს შესთავაზოს სახლი, ტრანსპორტი და სამედიცინო დახმარება.
- ფეისბუქში უკვე შეიქმნა ჯგუფი, სახელად ფონდი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ასე რომ, უკრაინის მოქალაქეებს ამ გზითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ.
- ასევე, თუ კი პირადად ვერ ახერხებთ საქართველოში უკრაინელებისთვის დახმარებას, გააზიარეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზის ნომერი და სოციალური ქსელის ბმული: ცხელი ხაზი 0 800 800 909 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.
3. მთავრობისთვის უკრაინის დახმარების მოთხოვნა
ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია, ამ საკითხის შესახებ მკაფიო პოზიციასაც არ აფიქსირებს და მოქალაქეებს შეუძლიათ, მოუწოდონ ხელისუფლებას, რომ ერთი მხრივ რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა გაატაროს, ამავდროულად კი უკრაინას სამხედრო ან სხვა სახის დახმარების გაგზავნა შესთავაზოს.
შეგიძლიათ, ომის საწინააღმდეგო გამოსვლები თქვენს ქალაქში მოაწყოთ და თქვენი სიტყვის თავისუფლება გამოიყენოთ. ამისთვის კი ღონისძიების დარეგისტრირება Stopputin.net-ზე შეგიძლიათ.
4. გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება
ცნობილია, რომ რუსეთი სამხედროსთან ერთად საინფორმაციო ომსაც აწარმოებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სანდო ინფორმაცია მიიღოთ და სხვებსაც გაუზიაროთ ის. ამისათვის, მაგალითად, შეგიძლიათ, ჩვენს ვებგვერდზე ადევნოთ თვალი მუდმივ რეჟიმში განახლებულ ამბებს და ასევე ამ თემის ირგვლივ ყველა მასალა ფეისბუქჯგუფში რა ხდება უკრაინაში ნახოთ.
სოციალური ქსელების მეშვეობით ხელისუფლებისგან საქართველოში რუსული და პრორუსული პროპაგანდისტული არხების და ორგანიზაციების აკრძალვა შეგიძლიათ მოითხოვოთ. ამ არხებისა და ორგანიზაციების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: Sputnik Georgia, Спутник Грузия, ტელეკომპანია ობიექტივი, ალტ-ინფო და ა.შ.
უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის მიღება და გავრცელება შემდეგი სანდო წყაროებიდან შეგიძლიათ:
არა, რუსებს ხარკოვი არ აუღიათ — გავრცელებული დეზინფორმაცია ამ დროისათვის
5. ჰეშტეგების გამოყენება
უკრაინის შესახებ აზრის დაფიქსირება სოციალური ქსელების მეშვეობითაც შეგიძლიათ. ამისთვის კი ტვიტერზე, ფეისბუქზე ან სხვა სოციალურ პლატფორმაზე უნდა გამოაქვეყნოთ შემდეგი ჰეშტეგები, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს რუსეთის აგრესიის შესახებ:
ასევე შეგიძლიათ, რომ უკრაინელი ხალხის მოთხოვნებს შემდეგი ჰეშტეგებით შეუერთდეთ:
გარდა ამისა, შეგიძლიათ, ვრცელი პოსტი ამ ბმულიდან გადმოწეროთ და სოციალური ქსელების მეშვეობით გააზიაროთ.
პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.
სიტუაცია მუდმივად იცვლება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დანაკარგები არის ორივე მხარეს. მაგალითად, უკრაინული შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის შემოვლით გზაზე 4 ტანკი დაიწვა, განადგურდა 6 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი და დაიღუპა 50-მდე რუსი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 24 თებერვლის ღამეს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, ვინც მზადაა და იცის იარაღის გამოყენება, ახლავე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მისცემენ იარაღს ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა სურს.
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. პარტნიორი ქვეყნების უმეტესობამ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები. დაგეგმილია G7-ის, ნატოს და გაეროს საგანგებო სხდომები.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
კომენტარები