პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასამართლოს მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა. როგორც რუსული მედია TV Rain იუწყება, მან რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი დაგმო.

"ამ ომის წინააღმდეგი ვარ. მივიჩნევ, რომ ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის გაჩაღებულია, რათა რუსეთის მოქალაქეთა ძარცვა გადაიფაროს და მათი ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან, ეკონომიკის დეგრადაციიდან სხვაგან გადაიტანონ. ეს ომი დიდი რაოდენობით ადამიანურ დანაკარგთან და ადამიანების ბედის დანგრევასთან მიგვიყვანს და გააგრძელებს ხაზს რუსეთის მოქალაქეების გაღატაკებისკენ", — აცხადებს ნავალნი.

ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვში, მე-2 გამოსასწორებელ კოლონიაში, პოლიტიკოს ნავალნის წინააღმდეგ ორ ახალი სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს — მას ბრალად ედება თაღლითობა და სასამართლოს უპატივცემულობა.