პატრიარქი ილია II რუსეთის უკრაინაში შეჭრას Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ თუ საომარი მოქმედებები უკრაინაში რაც შეიძლება მალე არ შეწყდება, ეს მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა. მას განცხადებაში რუსეთი არ უხსენებია.

"საომარი მოქმედებები უკრაინაში დროულად უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად", — წერს ის.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. მან მოუწოდა ხალხს, არ აყვნენ პანიკას. მისი თქმით, ყველაფრისთვის მზად არიან და ყველას დაამარცხებენ.

ამავე თემაზე:

გაიგეთ მეტი: