რა ასოციაცია გიჩნდებათ როდესაც გესმით თბილისი მოლი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მაღაზიების მთელი რიგი, სადაც სასურველი სამოსის შეძენა შეგეძლებათ.

თბილისი მოლი განსაკუთრებული, სრულიად ახალი კონცეფციის სავაჭრო ცენტრია, რომლის მსგავსიც აქამდე მხოლოდ ფილმებში გვინახავს.

ალბათ შეგიმჩნევიათ, მოლში დილით ადრე მისულებს იქიდან გამოსვლისას უკვე დაღამებული გხვდებათ, ეს გასაკვირი არც არის, აქ ხომ თითოეული ჩვენთაგანი მისთვის საინტერესოს ყოველთვის იპოვის, იქნება ეს მაღაზიები, კაფეები, კინოთეატრი თუ მრავალი სხვა, ზუსტად ის, რაც ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს.

ყველაფერი ერთ შენობაში

ზამთრის სიცივის, ზაფხულის სიცხის, წვიმის, ქარიშხლისა თუ სხვა მეტეოროლოგიური მოვლენების დროს თბილისი მოლი საუკეთესო თავშესაფარია. აქ ყველაფერი ერთ შენობაშია და დაგეგმილ აქტივობებზე არც ერთი სახის ამინდი გავლენას არ ახდენს. პირიქით, თუ გარეთ ცხელა თბილისი მოლი თქვენს გაგრილებაზე იზრუნებს, ხოლო სიცივის დროს - გათბობაზე.

ყველაფერი, რაც შოპინგისთვის აუცილებელია

როგორც უკვე ვთქვი, თბილისი მოლის ყველა გემოვნებისა და მოთხოვნის მომხმარებელს ერთნაირად აკმაყოფილებს. აქ შეხვდებით 245-ზე მეტ ბრენდულ მაღაზიას, რაც დამეთანხმებით, შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენს სახლთან ახლოს, შენსავე ქალაქში, მოდის ნებისმიერი სიახლე, მოდის ინდუსტრიის დედაქალაქების პარალელურად, თბილისი მოლის ვიტრინებზე ისახება. იმ შემთხვევაში კი, თუ ფული შემოგაკლდათ, აქ არც ეგ არის პრობლემა - ბანკომატები და ბანკის ფილიალები თქვენს განკარგულებაში არიან.

გართობისა და განტვირთვის ზონა

თუ მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილით გადაიღალეთ, შორს წასვლა ნამდვილად არ დაგჭირდებათ, თბილისი მოლში ყველაფერია იმისთვის რომ იდეალურად დაისვენოთ.

მაგალითად, ტანსაცმლის მაღაზიიდან შეგიძლიათ წიგნის მაღაზიაში გადაინაცვლოთ და სულიერი საზრდოც მიიღოთ, ან იქვე ლამაზად მოწყობილ კაფეში დასხდეთ და ყველაზე გემრიელი ყავა მიირთვათ, თუ არც ეს გაკმაყოფილებთ, მაშინ იქვე შეხვდებით სილამაზის სალონს, სადაც თქვენი ყველა სურვილის ასრულებას შეეცდებიან.

თუ რეალობის დროებით დავიწყებას გადაწყვეტთ, არც ეგ იქნება პრობლემა, თბილისი მოლში რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი ვირტუალური სივრცე ფუნქციონირებს, რომელიც მომხმარებელს, არამარტო საქარველოში, არამედ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ვირტუალური თამაშების მოედანზე გართობას და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას სთავაზობს.

თუ კიდევ უფრო სხვა სამყაროში, სხვა გმირებითა და ისტორიებით გსურთ დროის გაყვანა, მაშინ კავეას კინოთეატრიც აქვეა, სადაც მუდმივად შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სეანსი შეარჩიოთ და რაც მთავარია, თქვენთვის სასურველ ენაზე.

მუდმივი სიახლეები და ღონისძიებები

თბილისი მოლის კიდევ ერთი ძლიერი მხარე მუდმივი სიახლეები და ის ღონისძიებებია, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მუდმივად იმართება. თემატური და სწორად შერჩეული ღონისძიებები მომხმარებლებს არამარტო დროის სასიამოვნოდ გატარების, არამედ სასარგებლო ინფორმაციის მიღების საშუალებასაც აძლევს.

ამ მიმართულებას აძლიერებს მენეჯმენტის თამამი გადაწყვეტილება გართობის ინდუსტრიის კუთხით: თბილისი მოლი სივრცეს უთმობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც აქამდე მოლის ტერიტორიაზე არ გამართულა. ამის ნათელი დასტურია, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დადგმული მაკნატუნა, რომელიც საშობაოდ შესრულდა.

ბავშვების ზონა

დიდი სავაჭრო ცენტრი წარმოუდგენელია საბავშვო ზონის გარეშე, მით უმეტეს მაშინ როდესაც მშობლებს 245-ზე მეტი მაღაზია აქვთ შემოსავლელი, ბავშვების ჭირვეული ხასიათი კი ამ დროს სასურველი ნამდვილად არ არის.

ასეთ დროს კი მოლის საბავშვო ზონა თქვენს განკარგულებაშია. ბავშვებს აქ კონტაქტური ზოოპარკი "ზოოტოპია" დახვდებათ, სადაც თქვენს შვილებს ცხოველებზე ზრუნვასა და მათ თავისებურებებზე საინტერესო ლექციასაც შესთავაზებენ. მეორე სართულის ატრიუმში დაგხვდებათ სხვადასხვა ატრაქციონები, ანიმატორები და მრავალი სხვა.

დარწმუნებული ვარ აქამდეც იცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ უფრო მეტი, ვიდრე გართობა და შოპინგია, თქვენი დანიშნულების ადგილი მხოლოდ თბილისი მოლი უნდა იყოს.