გაგიკვირდებათ და ეს ამბავი ავსტრალიაში არ მომხდარა - ვიდეო ტაილანდშია გადაღებული.

როგორც ხედავთ, მანქანაზე დამონტაჟებული კამერით დააფიქსირეს კადრი, როცა გველი, რომელიც ტრასაზე გადადის, ცდილობს თავს მოტოციკლეტისტს დაესხას.

გაუგებარია, რამ მიიყვანა გველი ამ მდგომარეობამდე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გზის სწრაფად გადაკვეთას ცდილობდა, გადახტა, მაგრამ სისწრაფე და ტრაექტორია ვერ მოზომა და პირდაპირ მძღოლს შეასკდა. ან, უბრალოდ, ვერ იტანს მოტოციკლეტებს და შეიძლება შურისძიებაც ამოძრავებდა.

გველების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა განსაკუთრებით ზაფხულში და ცხელ პერიოდებშია აუცილებელი.

თუ ამ ვიდეომ გველების მიმართ შიში გაგიღვივათ, გირჩევთ ნახოთ სხვა შუადღის გადაცემა, რომელიც სწორედ ქვეწარმავლებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესებს ეხება.