უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, ვილოდიმირ ზელენსკის ბრძანება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ მოთხოვნით მათ ნაციონალური უსაფრხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მიმართა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში შედის 24 თებერვლიდან და 30 დღე გაგრძელდება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისა, სადაც ისედაც მოქმედებს სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი.

საგანგებო მდგომარეობისას იმოქმედებს სხვადასხვა წესები, მათ შორის, ტერიტორიებზე შესვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმი, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა და ჩხრეკა. იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა და გაფიცვები. ძალაში შედის კომენდანტის საათიც და მოქალაქეებისთვის საბუთების, მანქანებისა და ბარგის შემოწმების უფლებაც.

რეზერვისტებს და სამხედრო სავალდებულო სამსახურის წევრებს ეკრძალებათ საცხოვრებელი მისამართის შეცვლა სპეციალური სამსახურის ინფორმირების გარეშე.