სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან — ღარიბაშვილი
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. მისი თქმით, ძალიან ბევრი სპორტსმენი თამაშობს რუსეთში, არის გუნდებს შორის შეხვედრები და აუცილებელია, რომ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთისგან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ასე უპასუხა 27 თებერვალს რუსეთ-საქართველოს მატჩზე დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დასმულ ჟურნალისტის კითხვას.
"მე მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან. არავის არ უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის. არაერთი გამოცდილება გვქონია, ჩვენი ქართველი რაგბისტები პირველად არ ხვდებიან რუს მორაგბეებს. საერთოდ, სპორტი და და მოქალაქეები ზოგადად, რუსი ხალხი, რა თქმა უნდა, არის ერთ მხარეს, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები, რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან. ერთი მეორისგან უნდა დავაშოროთ", — თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ შეიძლება "გაკოტრებულ პოლიტიკოსს" სურდეს, პროვოკაციის მოწყობა, მაგრამ მისი შეფასებით, ეს არ გამოუვათ.
"მესმის ძალიან კარგად, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები, შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას. მაგრამ მინდა გავაფრთხილო აქვე ყველა, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება. მინდა, ყველას ვთხოვო, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ჩვენს ოპონენტებს, ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერებაც, ტურიზმის დაკეტვა, ქვეყნის დაკეტვა, ახალი ომის დაწყებაც, ნებისმიერი პროვოკაციის გამოყენება, რომელიც გაართულებს ჩვენს ვითარებას, იმიტომ, რომ ამაში ხედავენ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შანსს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ", — ამბობს ის.
რუსეთ-საქართველოს მატჩი 27 თებერვალს, 18 საათზე გაიმართება. ევროპული საქართველოს განცხადებით, მოედანზე რუსეთის ჰიმნის პარალელურად უკრაინისა და საქართველოს დროშებს გაშლიან. მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო მედიების ყურადღება ამ მატჩზე იქნება მიპყრობილი, ეს ქვეყნიდან მკაფიო სიგნალი იქნება. პარტიაში ამბობენ, რომ თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებისთვის დროშებს დაარიგებენ.
მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გაშლას აპირებს მოძრაობა სირცხვილიაც.
რაგბის კავშირმა თამაშის ანონსი თავიდან უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი აღარ იძებნება. კავშირს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები