შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. 1996 წელს დაბადებულ ი.ბ-ს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვაში ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა", — ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კვარაცხელია ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრეს, რომელიც იმავე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები კი პოლიციამ თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავა.

ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. თუმცა ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. ჭელიძე ბრალის ფორმულირებას ჯგუფურ ნაწილში არ ეთანხმება და ირწმუნება, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.

მეორე ბრალდებული გიორკი კავილაძე კიწარდგენილი ორი ბრალდებიდან თავს დამნაშავედ არცერთში არ მიიჩნევს. მისივე თქმით, მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.