უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს, შემთხვევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბის დროს ისინი სარდაფში იმალებოდნენ.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დასახლებაში სახლში ჭურვის გასროლის შედეგად სამოქალაქო პირი დაიჭრა.

უკრაინის გაერთიანებული ძალების განცხადებით, რუსეთის მხრიდან დაფიქსირდა 59 დაბომბვა, მათგან 54 მძიმე იარაღის გამოყენებით. მათი ცნობით, კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

14 თებერვალს ოკუპანტებმა დონბასიდან ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, ჭურვი კი საბავშვო ბაღს მოხვდა.